ვაჟა-ფშაველას გარდაცვალებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი თეატრალური ფესტივალი

ვაჟა-ფშაველას გარდაცვალებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი თეატრალური ფესტივალი. სსიპ. ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ გორის მე–9 საჯარო სკოლა

სცენარი

                               „გოგოთურ  და  აფშინა“                (ვაჟას  მოტივებზე)

                                                  სცენარი

1. მუსიკის ფონზე მნათეს შემოსვლა –ზარები. შემოდიან: მთხრობელი, გოგოთური, აფშინა. გოგოთური ზვერავს მიდამოს.
2. მთხრობელი–„ამბობენ...“. გოგონების შემოსვლა და ჭორაობა, აფშინას გამოჩენა და დამფრთხალი გოგონების გასვლა სცენიდან.
3. ზარების ფონზე მეფის შემობრძანება და მისი სიტყვები–„გოგოთურ ათასს კაცთანო ვადარე..“, გოგოთური მუხლს იყრის ვედრებით მეფის წინაშე –„მეფევ, ვერ გავძლებ ბარადა...“
4. მთხრობელი „ამბობს...“ გოგოთური–„ომის დროს ვიომოთ...“ (გოგოთური გადის).
5. მთხრობელი „ძველადგანევა ნათქომი...“ (გოგოთურის ცოლის შემოსვლა და მათი დიალოგი ) ცოლი–“რად გინდა დიდი სხეული...“. გოგოთური –„ნეტავ რას ამბობ, დიაცო...“
6. მთხრობელი „დაღონდა მეტად გოგოთურ...“(გოგოთური ემზადება წასასვლელად).
7. ტყის ხმების ფონზე მხიარული გოგონების შემოსვლა (იცინიან) „გაზაფხულ იყო მაშინა..“გვანცა: „კოპალას ქვასთან გამოჩნდა...“
8.(დოლი) აფშინა შემოდის შეიარაღებული თვალს მიმოავლებს გარემოს.
9.  მთხრობელი  „გოგოთურს ხედავს აფშინა...“
10. (დოლი) გოგოთურისა და აფშინას შეხვედრა, გოგოთური ემუდარება აფშინას; „რადა, ძმობილო..“, (იარაღაყრილი გოგოთურის გაბრაზება; „მაშ მიგქონ ჩემნ იარაღნი...“, ორთაბრძოლა.  დანარცხებული აფშინას გაკოჭვა).გოგოთური–„შენ გაგერშილხარ...“
11. აფშინა –„რა ვქნა..“, (გოგოთური ათავისუფლებს აფშინას,)–მთხრობელი „ადგა ბეჩავი აფშინა..“
აფშინა–„მეგონა თავი აფშინას...“(გადაეხვევიან ერთმანეთს)– მთხრობელი  „ხელი მახვიეს...
12. ფიცვერცხლი– –. მთხრობელი „აფშინამ ხანჯლის..“აფშინასა და განაწყენებული ცოლის დიალოგი(მუსიკა)
13. აფშინას მეტამორფოზა––მთხრობელი „ცხენი, აბჯარი სხვას მისცა..). (გოგონები სცენას ათავისუფლებენ.)
14. ხატობა–მნათეს  შემოსვლა, ზარები,გოგონები  შორს დგებიან, ბიჭების შემოსვლა; მინდია, ხირჩლა, მამუკა, გოგოთურ, მეფე)– მთხრობელი „მოგროვილიყვნენ...“, მნათე–„ნუ დამასვენებ ნურადროს“
მინდია–„ის კი არ არის ბიჭობა...“, მინდია–„კაი ყმა“.
15. მთხრობელი –„ხარს ვგევარ...   სიმღერას დავაგუგუნებ“–მნათე სიმღერა. ფარიკაობა, (ზარები) აფშინას შემოსვლა ხატით,  მეფე ემთხვევა ხატს, აფშინას დალოცვა– „მწყალობელ იყოს გიორგი..)                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                     (ხატს გადასცემს გოგოთურს). მთხრობელი– „ამბობენ ქვითინი მოდის..“.   ( სცენაზე შუქი ქრება, მუსიკალური ფონი–„ხარს ვგევარ ნაიალაღარს...“


No comments:

Post a Comment